ევროპულმა კლუბებმა ბრაზილიელი ფეხბურთელები კერძო თვითმფრინავებით დააბრუნეს

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში შესანიშნავად იასპარეზა, მუნდიალის საგზური ვადაზე ადრე გაიფორმა და კოლუმბიასთან გასვლაზე ნება-ნება ბურთაობით აიღო ქულა. რა თქმა უნდა, კმაყოფილი გახლდათ სელესაოს თავკაცი ტიტე, თუმცა მაინც დაიჩივლა, ნეიმარს სამი მომენტი ქონდა, ვერ გამოიყენა, თორემ მოვიგებდითო.

იმისათვის, რათა თავიანთი ფეხბურთელები შორეული მგზავრობით არ გადაღლილიყვნენ, კლუბებმა პარიზის და ლონდონის რეისებით კერძო თვითმფრინავები გამოუყო. გზაში თურმე ყველაზე მეტად ნეიმარი ხალისობდა, მღეროდა და ცეკვავდა. რატომაც არა, აწყობილი აქვს ყველა ფრონტზე საქმე. მოკლედ, პენტაკამპეონთა სანაკრებო დღეები დასრულდა და ახლა საკლუბო იწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული