სკუადრა აძურას ტიფოზებმა უსტვინეს, ვენტურა კმაყოფილია, მისი გუნდიც

AutoSharing Option
უდიდეს უპირატესობას ფლობდა იტალია ისრაელთან რეჯიო ემილიაში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში, მაგრამ მინიმალური ანგარიშით (1:0) გაიმარჯვა. შეხვედრის დასრულების შემდეგ სკუადრა აძურას მწვრთნელმა ჯამპიერო ვენტურამ თამაში გაარჩია:

"დღეს მთავარი შედეგი იყო. ამით კმაყოფილი ვარ. ძნელია 80 წუთი მეტოქის ნახევარზე თამაში. პირველ ტაიმში სწრაფად ვერ ვუტევდით, ნაანტრაქტევს კი მოვუმატეთ და მოწინააღმდეგეს პრობლემები შევუქმენით. გამოჩნდა, რომ ბევრი სამუშაო გვაქვს.

შეკრებაზე რაც შეგვეძლო გავაკეთეთ. ფეხბურთელები მიხვდნენ, რომ მეორე ტაიმისთანა ასპარეზობით შეუძლიათ ბევრი მომენტები შექმნან. წინ ნაბიჯი გადავდგით.

რა თქმა უნდა, როდესაც გოლი ვერ
გაგაქვს, გულშემატკივრებს უფლება აქვთ უკმაყოფილება გამოხატონ. თუმცა, ფეხბურთელებმა ტიფოზების რეაქციას ყურადღება არ უნდა მიაქციონ.

კენჭისყრის შემდეგ ყველამ თქვა, რომ ფლეი-ოფში მოგვიწევდა გასვლა, ამდენად შედეგს არავინ არ გაუკვირვებია. აი, ესპანეთი რომ დაგვემარცხებინა, სენსაცია ეგ იქნებოდა".

კომენტარი იტალიელთა კიპერმა ჯიჯი ბუფონმაც გააკეთა. მან თქვა, იტალიაში არავის აინტერესებს რამდენ ხანს ფლობ ბურთს, ესპანეთში 20 200-მეტრიან პასზე ტაშს უკრავენ, ჩვენთან კი გისტვენენ, რისკზე წავედით, ჩვენს კართან ორი მომენტი შეიქმნა, ფანები გვისტვენდნენ, მაგრამ ასეთია ფეხბურთი, მთავარია მოვიგეთო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული