შოტლანდიის ნაკრების კაპიტანს ბრაუნს მალტელმა მცველმა ბორგმა შეაფურთხა

AutoSharing Option
წუხელ გლაზგოში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში შოტლანდიამ მალტას 2:0 სძლია. ამ შეხვედრისას სკოტთა კაპიტანი სკოტ ბრაუნი სტუმართა გუნდის მცველს სტივ ბორგს წააეჩხუბა.

"შემაფურთხა, მერე კი ბოდიშის მოხდა უნდოდა, ნამდვილი ნაძირალაა. კიდევ კარგი ბოლომდე მწყობრიდან არ გამოვედი. ჩვენთვის მთავარი 3 ქულის აღება იყო. სწორედ ამიტომ მოვითმინე", - განაცხადა ბრაუნმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული