ზიდანი 11 წლის წინანდელს იხსენებს: საამაყო არაფერი მაქვს

AutoSharing Option
ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი, ამჟამად "რეალის" მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი 11 წლის წინ მარკო მატერაცისთან მომხდარ ეპიზოდს იხსენებს.

"მატერაცის შემთხვევასთან დაკავშირებით საამაყო არაფერი მაქვს. იმ ახალგაზრდებთან, მწვრთნელებთან და ყველა ადამიანთან, ვინც ცდილობს, ფეხბურთი უკეთესი გახადოს, თავს უხერხულად ვგრძნობ. თუმცა, ეს ჩემი კარიერისა და ცხოვრების ნაწილია.

მომხდარი იმ შემთხვევებს მიეკუთვნება, რომლებიც სასიამოვნო არაა, მაგრამ რომლებიც უნდა მივიღოთ და გადავიტანოთ." - ციტირებს ზიდანის სიტყვებს Goal-ი.

თუ ვინმემ არ იცის - მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ფინალში, ზიდანი მარკო მატერაცის პროვოკაციას წამოეგო და იტალიელ მცველს
მკერდში თავი ჩაარტყა. ზინედინი მოედნიდან გააძევეს, ფინალი კი იტალიამ მოიგო.
მკითხველის კომენტარები / 3 /
დიდანი მართალი იყო ცამდე.ოჯახის ღირსება დაიცვა.მაგარი კაცი ხარ.
DATO
11:21 05-09-2017
0
სახელმწიფოს ღირსების დაცვა,ადამიანის ,მერე კი ოჯახის ღირსების დაცვაზე გადის.სირსხვილი მატერაცის,თორემ ზიზუს სამარცხვინო არაფერი ჩაუდენია.თუმცა ზიზუ იმაშიც მართალია,რომ ეს საამაყოც ნამდვილად არ იყო.
სოსო
11:06 05-09-2017
0

სიახლეები პოპულარული