ამერიკელი სენატორი რუსეთისთვის მუნდიალის მასპინძლობის უფლების ჩამორთმევას ითხოვს

AutoSharing Option
ამერიკელი სენატორი რიჩარდ ბლუმენტალი აპირებს, თხოვნის წერილით მიმართოს ფიფას, რათა რუსეთს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ჩამოერთვას.

ბლუმენტალი აცხადებს, რომ აღშფოთებულია სირიასთან მიმართებაში რუსეთის პოლიტიკით.

"იმედი მაქვს, რომ ჩემს წერილს მხარს ფიფას წევრთა ღირსეული ნაწილი დაუჭერს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, მზად ვარ, სხვა ნაბიჯებიც გადავდგა. მსოფლიოს ჩემიონატის მასპინძლობა გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ, სიმბოლური ჟესტი", - აქვეყნებს ბლუმენტალის ნათქვამს wtnh.com.

მსოფლიოს ჩემპიონატი რუსეთში 2018 წელს, 14 ივნისიდან 15 ივლისამდე უნდა ჩატარდეს.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ეს სოროს ამერიკის ზომბები რა დღეში არიან ნახეთ რა. თქვენ ჯინაზე მაინც ჩაატარებენ რუსეთში მსოფლიოს და ყველაზე მაგარი მსოფლიო იქნება . ამერიკელ მიხრწნილ სენატორს ვინ რას ეკითხება?/ ამერიკამ ერაყ სირია ლიბანის დაპყრობას თავი დაანებოს ჯერ და მერე მოუწოდოს ვინმეს რამე . ძაღლი ყეფს და ქარავინი მიდის
ბაბაია
17:45 20-04-2017
0
სად გაიზარდა და, კოსტა ხეთაგურის და კოკოითის ნათესავია მაგი, ოღონდ ქართულად კარგად ლაპარაკობს, ეხლა შენ დაფიქრდი როგორ ეყვარება ამ ტროლს ქართველები?
სად გაიზარდეთ-ს
10:40 20-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული