სკანდალი ევროპარლამენტში: "იუვე" განავალია, "ფორცა "ტორო" - განაცხადა დეპუტატმა

AutoSharing Option
11 აპრილს ევროპარლამენტის სხდომაზე მოხსენებით მემარცხენე ირლანდიელი დეპუტატი მიკ უოლესი გამოვიდა.

ის „ტორინოს“ ფორმაში იყო ჩაცმული და თავისი სიტყვა იტალიურად დაასრულა: „იუვე“ განავალია, „ფორცა“ „ტორო“!“

უოლესი „ტორინოს“ დიდი გულშემატკივარია და ევროპის პარლამენტში ხშირად მიდის ტურინული გუნდის ფორმით. მან ადრე განაცხადა: “ეს განსაკუთრებული კლუბია, ყველასგან განსხვავებული, უნიკალური ქომაგები ჰყავს. მათთან თავს კომფორტულად ვგრძნობ, რადგან ნამდვილი ადამიანები არიან, სიცოცხლის ფილოსოფიის მქონენი, რომელიც ჩემსას იდეალურად შეესაბამება. უპირველეს ყოვლისა, მიმაჩნია, რომ პოლიტიკოსები უბრალო, ერთგულ ხალხს უნდა წარმოადგენდნენ. სწორედ ასეთები გახლავთ „ტორინოს“ ფანები და ამიტომ
მაცვია ამ გუნდის ფორმა. ეს ჩემთვის დიდი პატივია. მათ გააჩნიათ სულიერება, ვნება და ხარისხი, რაც თანამედროვე ფეხბურთში სულ უფრო და უფრო იშვიათი ხდება“.

შეგახსენებთ, 13 აპრილს ტურინული დერბი გაიმართება - „ტორინო“ „იუვენტუსს“ უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.