ლობოტკას აგენტი: "ბარსელონას" მასთან კონტრაქტის გაფორმება უნდა

AutoSharing Option
"ნაპოლის" ნახევარმცველის სტანისლავ ლობოტკას აგენტმა ბრანისლავ იარუშეკმა თავისი კლიენტის მიმართ "ბარსელონას" ინტერესზე ისაუბრა.

"ლობოტკას ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის მებრძოლ გუნდში თამაში უნდა. 30 წლისაა და თუ კარგ წინადადებას მიიღებს, კლუბთან ერთად განვიხილავთ.

ამაზე დეკოს ველაპარაკე. "ბარსელონას" მასთან კონტრაქტის გაფორმება უნდა, მაგრამ ამისათვის ბევრი რამ უნდა მოხდეს. სტანისლავმა ხავის მასზე ნათქვამის ჩანაწერი გამომიგზავნა, რომელზეც ჩანს, რომ ხავი ლობოტკაზე ხშირად მეკითხება", - განუცხადა ბრანისლავ იარუშეკმა TuttoNapoli-ის.

ლობოტკამ ამ სეზონში "ნაპოლიში" 40 მატჩში 1 საგოლე გადაცემა გააკეთა, კლუბთან კი ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე ერთი
წლის გახანგრძლივების პერსპექტივით აქვს გაფორმებული.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ზღაპრები
ძველი გულშემატკივარი
11:20 23-03-2024
0
დაჩის კი არადა, აგენტის ზღაპრები
სიმართლე
23:55 22-03-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული