"ლაციოს" სამი ფეხბურთელი გაუძევეს - "მილანმა" ძლივს მოიგო

AutoSharing Option
სერია A-ს 27-ე ტურში "მილანმა" რომში "ლაციოს" 1:0 სძლია.

მსაჯმა მასპინძელთა სამი ფეხბურთელი გააძევა - 57-ე წუთზე ლუკა პელეგრინი, 90+5-ე წუთზე ადამ მარუშიჩი, 90+7-ეზე კი მატეო გენდუზი.

გამარჯვების გოლი 88-ე წუთზე ნოა ოკაფორმა გაიტანა. იქამდე, 78-ე წუთზე რაფაელ ლეაოს გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს.

"მილანი" 56 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო "ლაციო" 40 ქულით მეცხრეზე.

ტეგები: