მოუწევს თუ არა "ნაპოლის" საშინაო მატჩების სხვა ქალაქში ჩატარება?

AutoSharing Option
მომავალი ევროპირველობა იტალიასა და თურქეთში გაიმართება. იტალიაში ტურნირის ერთ-ერთი სავარაუდო მასპინძელი ქალაქი ნეაპოლია, თუმცა ამისთვის "დიეგო მარადონას" სტადიონი რეკონსტრუქციას საჭიროებს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ნაპოლის" საშინაო მატჩების ბარიში ან პალერმოში ჩატარება მოუწევს.

აღნიშნულ საკითხზე რადიო Punto Nuovo-ს ეთერში ნეაპოლის მუნიციპალეტეტის ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი საქმიანობის საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო სიმეონემ ისაუბრა.

სიმეონემ განაცხადა, რომ "ბარსელონასთან" მატჩისას "ნაპოლის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს ესაუბრა, ნეაპოლი აუცილებლად იქნება იტალიაში ევრო 2032-ის მასპინძელ 5 ქალაქს შორის, თუმცა არენის რეკონსტრუქციისთვის თანხებია აუცილებელი, სახელმწიფოს ჯერ ცენტიც არ გამოუყვია; თუ
დაფინანსება მიიღეს, გუნდი სხვა ქალაქში არ ითამაშებს, ტრიბუნებს თანდათან გაარემონტებენ და მხოლოდ ზოგიერთი სექტორი იქნება დროებით დაკეტილი.

ტეგები:
ასევე დაგაინტერესებთ