ლეაომ დაასახელა კლუბი, სადაც თავის მომავალს ხედავს

AutoSharing Option
"მილანის" ერთ-ერთ ლიდერ რაფაელ ლეაოს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რომელ გუნდში ხედავს თავის მომავალს.

"ჩემს სამომავლო კლუბად მხოლოდ "მილანს" მოვიაზრებ", - ციტირებს პორტუგალიელს ფაბრისიო რომანო.

შეგახსენებთ, რომ ლეაოს "როსონერისთან" კონტრაქტი 2028 წელს ეწურება და მისით პსჟ არის დაინტერესებული.