"დე ლაურენტისი დიქტატორია" - პოლონელები ზელინსკის დასჯამ აღაშფოთა

AutoSharing Option
calciomercato იტყობინება, რომ რადგან 29 წლის ნახევარმცველმა პიოტრ ზელინსკიმ "ნაპოლისთან" კონტრაქტი არ გააგრძელა და ზაფხულში "ინტერში" უფასოდ გადავა, ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მისი დასჯა გადაწყვიტა.

დე ლაურენტისი დღეს გუნდს ბაზაზე ეწვია და ნახევარი საათი მწვრთნელს, ვალტერ მაცარის, და ფეხბურთელებს ესაუბრა. მან თქვა, რომ ვინც წასვლას აპირებს, არ ათამაშებს და შანსს ახალწვეულებს - დენდონკერს, ტრაორეს, ნგონჟის და მაცოკის მისცემს.

ზელინსკის დასჯის გამო აღშფოთებული არიან თანამემამულეები. პოლონეთის რადიომ დე ლაურენტისს დიქტატორი უწოდა, რომლის დიქტატის წინაშე მაცარი უძლურია.

ასევე დაგაინტერესებთ