შენცა, მატეო? - "ნაპოლის" შეიძლება პოლიტანოც დაემშვიდობოს

AutoSharing Option
"ნაპოლის" ფეხბურთელები ტოვებენ: ელიფ ელმასი "ლაიფციგში" ჩაირიცხა, პიოტრ ზელინსკი "ინტერს" შეუთანხმდა; ახალი კონტრაქტის თანახმად, ვიქტორ ოსიმენის გამოსყიდვა მსურველ კლუბს 130 მილიონ ევროდ შეუძლია; ახლა კი ცნობილი გახდა, რომ არაა გამორიცხული, მატეო პოლიტანომ საუდის არაბეთს მიაშუროს.

ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იტყობინება, რომ "ალ შაბაბი" პოლიტანოს აგენტს დაუკავშირდა და მზადაა ტრანსფერში 12 მილიონი ევრო გადაიხადოს, ხელშეკრულება 2027 წლამდე გაუფორმოს, ხოლო ფეხბურთელს სეზონურ გასამრჯელოდ 7 მილიონი დაუნიშნოს.

პოლიტანოს "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, კლუბი კი მის სანაცვლოდ 15 მილიონს ითხოვს - transfermarkt-ის
მიხედვით, მატეოს ფასი სწორედ 15 მილიონია.

30 წლის პოლიტანომ მიმდინარე სეზონში სერია A-ს 17 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

alt"ბუნდესლიგაში თამაშზე ვოცნებობდი" - ელმასი "ნაპოლიდან" "ლაიფციგში" გადაბარგდა

 

alt"ოსიმენისთვის ხელფასის გაზრდამ კვარაცხელიას გარემოცვისგან პირობების შეცვლის მოთხოვნა წარმოქმნა" - იტალიური მედია

alt"ნაპოლის" "კვარას" შემცვლელი უკვე ჰყავს, დე ლაურენტისმა პოლიტანო უნდა შეინარჩუნოს" - გუნდის ყოფილი ფორვარდი

altწლის ამბავი - ხვიჩა და საქართველო სხვა მასშტაბზე, წარსულის შესრუტვა, ოჯახის როლი და "ოქროს ბურთი", როგორც მიზანი...

ასევე დაგაინტერესებთ