გარსია შესაძლოა ამ თვეში უმუშევარი დარჩეს - კვარაცხელიას დამრიგებლად სუპერშემტევითი ტაქტიკის მოყვარულ მწვრთნელს ვიხილავთ?

AutoSharing Option
გამოცემა Il Mattino იუწყება, რომ "ნაპოლიმ" გუნდის მთავარ მწვრთნელ რუდი გარსიას ულტიმატუმი წაუყენა.

თუ ფრანგი სპეციალისტის ხელმძღვანელობით კლუბი მომავალ ტურებში დადებით შედეგს ვერ აჩვენებს, მას გადააყენებენ.

"პარტენოპეის" მომავალი სამი დაპირისპირება ჯერ 21 ოქტომბერს "ვერონასთან", 24 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე "უნიონთან", 29 ოქტომბერს კი ისევ სერია A-ში "მილანთან" უწევს.

იმ შემთხვევაში, თუ გარსიას დაითხოვენ, "ნაპოლის" ახალ შესაძლო მწვრთნელად სუპერშემტევითი ფეხბურთის მოყვარული იგორ ტუდორი და ანტონიო კონტე განიხილებიან.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჟურნალისტების აგორებული თემა მგონია,რაღაც მეეჭვება გარსია გაუშვან.იდეაში გუნდს რესურსი არ აქვს,მეტი რა უნდა ქნან?ჩვენ კი გვსიამოვნებს "კვარადონას" ძახილი,თუმცა რეალურად კვარაცხელია მარადონა არ არის მარტომ ათრიოს და გააჩემპიონოს გუნდი,ამიტომ რა რესურსიც აქვს იმ ადგილზეა ნაპოლი.
თემო
09:11 11-10-2023
1
მაგ სამიდან 1 მოიგებს 1 ფრე დასრულდება. მილანი ამოჩულავს
არა რუსეთს
18:21 10-10-2023
9

სიახლეები პოპულარული