რატომ შეწყდა "ნაპოლისა" და "ჰათაისპორის" მატჩის ტელერეპორტაჟი - Areanapoli განმარტავს

AutoSharing Option
გუშინ „ნაპოლისა“ და „ჰათაისპორის“ ამხანაგური მატჩის ტრანსლაცია თურქულმა კლუბმა „იუთუბის“ არხზე დაიწყო, თუმცა 30-ე წუთზე შეწყდა. Areanapoli იტყობინება, რომ „ჰათაისპორს“ ამის უფლება არ ჰქონდა და დაბლოკვა ამის გამო მოხდა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ შეხვედრის ტელერეპორტაჟს Sky Sport-ი ახორციელებდა, რომლის ფასი 10 ევრო იყო და მსგავსი დარღვევა მომავალში არ მოხდება.

„ნაპოლი“ ჩემპიონატის დაწყებამდე კიდევ სამ სპარინგს ჩაატარებს და როგორც ჩანს, სამწუხაროდ, მათი ყურების საშუალება ქართველ გულშემატკივრებს არ ექნებათ.

ასევე დაგაინტერესებთ