"ნაპოლი" რუდი გარსიას ხელმძღვანელობით ჩემპიონთა ლიგას მოიგებს" - დარწმუნებულია მისი ყოფილი თანაშემწე

AutoSharing Option
"ნიმის" მწვრთნელი ფრედერიკ ბომპარი დარწმუნებულია, რომ "ნაპოლი" რუდი გარსიას ხელმძღვანელობით ჩემპიონთა ლიგას მოიგებს.

"ცხოვრებაში იმას მიიღებ, რასაც იმსახურებ. რუდი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. ვინმეს შეიძლება მისი "ნაპოლის" თავკაცად დანიშვნა გაუკვირდა, მაგრამ მე - არა.

როდესაც გავიგე, სპალეტი მიდიოდა, ვიფიქრე, "ნაპოლის" პრეზიდენტს შეიძლებოდა გარსია მიეწვია. რუდი მას ყოველთვის მოსწონდა, თანამშრომლობა გარდაუვალი იყო.

რუდის ოცნება ჩემპიონთა ლიგის მოგებაა და მგონია, ახლა შეუძლია ამას მიაღწიოს. რაღაც მკარნახობს, რომ "ნაპოლისთან" ერთად ჩემპიონთა ლიგას მოიგებს.

საფრანგეთში რეპუტაცია "მარსელში" ბოლო სეზონის გამო გაუუარესდა, მაგრამ გუნდი ევროპა
ლიგის ფინალში გაიყვანა და "ლილთან" ერთად დუბლი შეასრულა. უნდა გახსოვდეს, ვინაა რუდი გარსია.

იტალიაში ყოველთვის პოპულარული იყო. ჩვენი "რომა" ორჯერ მეორე ადგილზე გავიდა, პირველი სეზონის დასაწყისში ზედიზედ 10 გამარჯვება მოიპოვა", - განუცხადა ბომპარმა "ეკიპს".

ბომპარი "რომაში" რუდი გარსიას ასისტენტი იყო. "ნიმი" ამ სეზონში საფრანგეთის ლიგა 2-დან გავარდა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ევროპა ლიგა შეიძლება მოიგოს
0
აშკარად ატყუებს მოკარნახე!ამ ქვეყნად ყველაფერს ფასი აქვს და ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად თუ საკმაოდ მსხვილი თანხა არ გაიღე,ახლოსაც ვერ გაეკარები!ჰგავს დე ლავრენტისი,დიდი ფულის გამმეტებელს?პასუხი უარყოფითია და შეკითხვაც მოხსნილი.
სოსო
18:24 18-06-2023
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული