"მან მითხრა, ვინ იქნება "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი - იტალიელი ჟურნალისტი "პარტენოპეის" ახალ დამრიგებელს ასახელებს

AutoSharing Option
Kiss Kiss napoli-ს ეთერში იტალიელმა ჟურნალისტმა ვალტერ დი მაჯიომ "პარტენოპეის" ახალ შესაძლო მწვრთნელებზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, მისმა მეგობარმა, ასევე სპორტულმა ჟურნალისტმა ალესანდრო ალკიატომ უთხრა, რომ "ნაპოლის" "ფიორენტინას" ამჟამინდელი დამრიგებელი ვინჩენცო იტალიანო ჩაიბარებს და მას ამის შესახებ ინფორმაცია აქვს.

თავად დი მაჯიო, რომელიც კვარაცხელიას გუნდის ამბების გაშუქებითაა დაკავებული, ამბობს, რომ იტალიანოსა და "ნაპოლის" შორის შესაძლო მოლაპარაკებებზე არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.

altლუის ენრიკე გამოირიცხა - ახლა "ნაპოლის" მწვრთნელობის მთავარი კანდიდატი სერჟიუ კონსეისაუა