"მილანმა" შესაძლოა, პიოლი და მალდინი გაათავისუფლოს

AutoSharing Option
Gazzetta.it იუწყება, რომ "მილანმა" შესაძლოა გუნდის მთავარი მწვრთნელი სტეფანო პიოლი და სპორტული დირექტორი პაოლო მალდინი ამ სეზონის შემდეგ გაათავისუფლოს.

RedBird ("როსონერის" მფლობელი კომპანია), "ლომბარდიელთა" უახლოესი 5 მატჩის შემდეგ იმსჯელებს და გადაწყვეტილებას მიიღებს. თუ სეზონი არადაკმაყოფილებლად ჩაითვალა, ზემოთ ნახსენებ ორივე პიროვნებას, კარისკენ მიუთითებენ.

"მილანისთვის" ერთ-ერთი გადამწყვეტი მატჩი ხვალ ჩემპიონთა ლიგაზე "ინტერთან" იქნება, სადაც ნახევარფინალურ ეტაპზე 2-ბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა მართებს.
ასევე დაგაინტერესებთ