"ხვიჩას ეს უნიკალური თვისება აქვს" - ტოტიმ კვარაცხელია და ლეაო შეადარა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა იტალიელმა შემტევმა ფრანჩესკო ტოტიმ Dazn-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ჟურნალისტმა მას ხვიჩა კვარაცხელიასა და რაფაელ ლეაოს შედარება სთხოვა.

"ლეაო ფიზიკურად უფრო ძლიერი და სწრაფია, კვარაცხელია კი მოწინააღმდეგესთან ერთი-ერთზე სიტუაციებში უფრო ტექნიკურია.

ეს არის ის უნიკალური თვისება, რომელიც ხვიჩას გააჩნია და სერია A-ში ასეთი მოთამაშე რთულად საპოვნელია", - თქვა ტოტიმ.
ასევე დაგაინტერესებთ