ოსიმენი გაფრინდა და რონალდოს რეკორდი დაამხო

AutoSharing Option
"ნაპოლის" თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა რონალდოს რეკორდი დაამხო.

ოსიმენი სერია A-ს ბოლო ტურში "სპეციასთან" მატჩში პირველი გოლის გატანისას 2.58 მეტრზე ახტა, რაც ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. ნიგერიელმა "სპეციასთან" დუბლი შეასრულა და ერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიას პასით გაიტანა.

აქამდე რეკორდი რონალდოს ეკუთვნოდა, რომელიც "იუვენტუსში" თამაშისას "სამპდორიასთან" შეხვედრაში 2.56 მეტრზე ახტა.

ასევე დაგაინტერესებთ