Sky Sport Italia: იტალიაში ფანმა მეტოქე გუნდის ქომაგი მოკლა

AutoSharing Option
იტალიური სამოყვარულო კლუბების ფანებს შორის კონფლიქტი ერთ-ერთის გარდაცვალებით დასრულდა, - იტყობინება Sky Sport Italia.

წყაროს ინფორმაციით, ტრაგედია ბაზილიკატის პროვინციაში, ქალაქ პოტენცასთან მახლობლად მოხდა.

"ვულტურ რიონეროს" 39 წლის ფანი ფაბიო ტუკიარელო მანქანამ გაიტანა. არსებული ინფორმაციით, "მეფის" ულტრასების წარმომადგენელმა მას განგებ გადაუარა. ავარიის შედეგად კიდევ სამი ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთი მათგანი რთულ მდგომარეობაში იმყოფება.

პოლიციამ მანქანის 30 წლის მძღოლი დააკავა. მის სახელსა და გვარს არ ასახელებენ. გარდა ამისა, დაკავებულია "ვულტურ რიონეროს" 24 ფანი. აღსანიშნავია, რომ გუნდებს შორის მატჩი არ ყოფილა. დიდი ალბათობით, ფანები მაშინ
გადაიკვეთნენ, როცა საკუთარი გუნდების მატჩებზე მიდიოდნენ, რის შედეგადაც მათი შეხვედრა კონფლიქტში გადაიზარდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული