ჯენარო გატუზო: ასე უგულოდ თამაში არ შეიძლება

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატზე საკუთარ მოედანზე აუტსაიდერ "ბენევენტოსთან" დამარცხების (0:1) შემდეგ "მილანის" მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ მოკლე კომენტარი გააკეთა:

"ცხადია, კარგ დროებას არ განვიცდით. როდესაც ასე უგულოდ თამაშობ, აუცილებლად შერცხვები. შედეგზე პირველ რიგში პასუხისმგებელი მე ვარ.

"ბენევენტო" აუტსაიდერია, მაგრამ კარგად ასპარეზობს. ტიფოზებს ბოდიში უნდა მოვუხადოთ, რადგან ასე არ უნდა შევრცხვენილიყავით".