"იუვენტუსმა" წაიფორხილა და "ნაპოლის" ახლა 4 ქულით უსწრებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მეტად საინტერესო და დაძაბული გახლდათ სერია A-ს 33-ე ტური, რომლის შეხვედრები კალეიდოსკოპური სიჩქარით ვითარდებოდა.

ლიდერმა "იუვენტუსმა" სტუმრად ვერ შეძლო ერთ-ერთი აუტსაიდერის "კროტონეს" დამარცხება. არადა, მე-16 წუთზე ალექს სანდროს გატანილი გოლით დაწინაურდა, მაგრამ 65-ე წუთზე მასპინძელთა ნიგერიელმა ფორვარდმა სიმი ნვანკვომ საპასუხო გოლი გაუტანა და მოულოდნელი ფრე - 1:1. არადა, ტურინელები უდიდეს ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ.

ბიანკონერის ფეხის დაცდენით მისმა უახლოესმა მდევარმა "ნაპოლიმ" ისარგებლა და 4 ქულით ჩამორჩება. ნეაპოლელებს ერთობ გაუჭირდათ "სან პაოლოზე" "უდინეზეს" ძლევა, ორჯერ აგებდნენ, მაგრამ მაინც შეძლეს გამარჯვების
(4:2) მოპოვება. "ნაპოლიდან" გოლები ლორენცო ინსინიემ, რაულ ალბიოლმა, არკადიუშ მილიკმა და ლორენცო ტონელიმ გაიტანეს.

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტმა "რომამ" "ოლიმპიკოზე" 2:1 მოუგო "ჯენოას" და მე-3 პოზიციაზე დაბრუნდა. უნდა ითქვას, გენუელებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს ჯალოროსის და ქულის გადასარჩენად ბოლომდე იბრძოლეს.

ნამდვილი თრილერი შედგა ფლორენციაში, სადაც "ლაციომ" "ფიორენტინას" 4:3 მოუგო. მასპინძლები თავიდან 2:0-ს იგებდნენ და ვინ იფიქრებდა თუ რომაელები 3 ქულის მოპოვებას მოახერხებდნენ. დიდებულად გაისარჯა "ლაციოს" 25 წლის ესპანელი ნახევარმცველი ლუის ალბერტო, რომელმაც დუბლი და საგოლე გადაცემა მიითვალა. ლუისი ამ სეზონს ჩინებულად ატარებს და მისი სამსახურით ლა ლიგას გრანდები არიან დაინტერესებულნი. აღსანიშნავია, რომ მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით მე-7 წუთზე "ვიოლას" მეკარე მარკო სპორტიელო გააძევა, ხოლო 7 წუთში რომაელთა ნახევარმცველი ალესანდრო მურჯია.

არანაკლებ დაძაბული დაპირისპირება შედგა ტურინში, სადაც "ტორინომ" არ დაანება მოგება "მილანს". მე-3 წუთზე მასპინძელთა თავდამსხმელმა ანდრეა ბელოტიმ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, ანგარიში კი მე-9 წუთზე როსონერის ნახევარმცველმა ჯაკომო ბონავენტურამ გახსნა, ხოლო 70-ე წუთზე მცველმა დე სილვესტრიმ საპასუხო გოლი გაიტანა. მან კომპენსირებულ დროში მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა. "მილანმა" იტალიის ჩემპიონატის უკანასკნელი 4 შეხვედრიდან 3 ფრედ დაასრულა და 1 წააგო.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯიგრებო, მიმოხილვას რომ აკეთებთ, ცხრილი მაგ თამაშების ჩათვლით უნდა დადოთ.
მენტორი
10:57 19-04-2018
0

სიახლეები პოპულარული