ჯენარო გატუზო: ბუფონზე უარესები გამიკეთებია და საკუთარ მამასაც შევებრძოლები

AutoSharing Option
"მილანის" მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ ჩემპიონთა ლიგაზე "რეალთან" მატჩისას "იუვენტუსის" მეკარის ჯანლუიჯი ბუფონის გაძევებაზე გააკეთა კომენტარი:

"მე მაგაზე კითხვა ყველაზე ბოლოს უნდა დამისვათ, რადგან ბუფონზე უარესები გამიკეთებია. ჯო ჯორდანს თავს დავესხი და ლეონარდოს შეურაცხყოფის მისაყენებლად ტრიბუნაზე აუვარდი.

ჯიჯი კარგი ამხანაგი და შესანიშნავი სპორტსმენია. როდესაც მზად იქნება, ასე მგონია, ბოდიშს მოიხდის. გული დამწყვიტა "იუვენტუსის" ტურნირიდან გამოვარდნამ, მაგრამ იტალიური ფეხბურთით ამაყი ვარ.

როდესაც მოედანზე გავდივარ, თუ ეს ჩემს გუნდს დაეხმარება, მზად ვარ თვით საკუთარ მამასაც შევებრძოლო. მრცხვენია ჩემი თამაშების ჩანაწერების ყურება, განსაკუთრებით ახლა,
როდესაც მათი ნახვა ჩემს შვილს შეუძლია.

არ მესმის, VAR-ს რატომ არ იყენებენ ჩემპიონთა ლიგაზე. რა შეუძლიათ პირით ხაზს უკან მდგომ მსაჯებს? ხომ არ სჯობს, ისინი ოთახში დააჯინონ და ვიდეოგამეორებებს უცქირონ? ".
მკითხველის კომენტარები / 2 /
ამხანაგი?
Georgian
12:01 16-04-2018
0
დააჯინონ?????
გი
11:52 15-04-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული