ანტონიო კანდრევამ ბურთი დაარტყა და... სტიუარდს ელენთა ამოკვეთეს

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატზე "ტორინოსა" და "ინტერის" მატჩის შემდეგ სტიუარდს ელენთა ამოკვეთეს.

"ინტერის" ნახევარმცველმა ანტონიო კანდრევამ საჯარიმო იმდენად უხეიროდ შეასრულა, რომ ბურთი ყველას და ყველაფერს ააცილა და ზურგით მდგომ 25 წლის სტიუარდს გაარტყა, რომელმაც ტკივილის მიუხედავად თამაშის ბოლომდე გაძლო, შემდეგ კი საავადმყოფოში წაიყვანეს და ელენთა ამოკვეთეს.

კანდრევას ამ სეზონში სერია A-ს 30 მატჩში გოლი არ გაუტანია.