ფაბიო კაპელომ იტალიის ნაკრების გაწვრთნაზე უარი განაცხადა

AutoSharing Option
ფაბიო კაპელომ სკუადრა აძურას ჩაბარებაზე უარი განაცხადა და საერთოდ აღარ აპირებს მწვრთნელად მუშაობას.

"იტალიის ნაკრები? არა, მეყოფა რაც ნაკრებში ინგლისსა და რუსეთში ვიმუშავე. ჩინეთში დავასრულე მწვრთნელობა და ამიერიდან საფეხბურთო ექსპერტი ვიქნები.

ნებისმიერს, ვინც იტალიის ეროვნულ გუნდს ჩაუდგება სათავეში, გაუჭირდება, ვინაიდან არა გვყავს არათუ გამოკვეთილი ლიდერი, არამედ უბრალოდ კარგი ფეხბურთელი.

ყველა მწვრთნელი კარგია, როდესაც მის განკარგულებაში მაღალი დონის შემსრულებელია. საშუალო, ჩვეულებრივი მოთამაშეებით კი კარგი მწვრთნელი ვერ იქნები.

მანჩინი გამოცდილი სპეციალისტია, მაგრამ ტალანტის მქონე კადრები არა გვყავს და რა უნდა გააკეთოს?"

უკვე
გამოცხადდა, რომ სეზონის დასრულებისთანავე სკუადრა აძურას თავკაცად "ზენიტის" ამჟამინდელი დამრიგებელი რობერტო მანჩინი დაინიშნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული