"იუვენტუსმა" "ბენევენტო" დაამარცხა და "ნაპოლი" 7 ქულით ჩამოიტოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის ჩემპიონატის 31-ე ტურში "იუვენტუსმა" გასვლაზე 4:2 სძლია აუტსაიდერ "ბენევენტოს". ჰეთ-თრიკი პაულო დიბალამ მიითვალა (2 გოლი პენალტით გაიტანა), ხოლო ერთი გოლი დუგლას კოსტას ანგარიშზეა.

დიბალამ მიმდინარე სეზონში მესამე ჰეთ-თრიკი შეასრულა, სულ კი ამ სეზონში ყველა ტურნირზე 25 გოლი გაიტანა, რაც მისი პირადი რეკორდია.

ბიანკონერი "ნაპოლის" 7 ქულით გაექცა. ნეაპოლური გუნდი ხვალ "კიევოს" მასპინძლობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული