კლარენს ზეედორფი: "მილანში" წარმატებას ამის გამო ვერ მივაღწიე

AutoSharing Option
"მილანის" ყოფილმა მწვრთნელმა კლარენს ზეედორფმა ისაუბრა იმაზე, თუ რატომ ვერ მიაღწია წარმატებას "როსონერიში".

"როდესაც "მილანში" მივედი, კლუბში მთლიანად ქაოსი იყო. მაშინ გუნდი იყიდებოდა და ბევრი რამ ხდებოდა ისეთი, რაც ფეხბურთს არ უკავშირდებოდა.

ჩემსა და გატუზოს დროინდელ "მილანს" შორის განსხვავება სწორედ ესაა. ძალიან მიხარია, რომ გატუზო უკეთეს სიტუაციაში მოხვდა და წარმატებას მიაღწია.

ახლა რინოსთან ერთად "როსონერის" ფანებს მომავლის იმედი აქვთ", - აღნიშნა ზეედორფმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული