"მილანმა" ჯენარო გატუზოს კონტრაქტი გაუგრძელა

AutoSharing Option
როგორც ანონსირებული იყო, "მილანმა" მწვრთნელს ჯენარო გატუზოს ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივა.

"მე ნდობისათვის მადლობელი ვარ. მარკო ფასონესა და მასიმილიანო მირაბელის გარეშე აქ არ ვიქნებოდი. ასეთი დიდი გუნდის გაწვრთნის შანსი მომცეს.

მინდა ჩემს ბიჭებს და სამწვრთნელო შტაბს მადლობა გადავუხადო. იმედი მაქვს, რომ მალე "მილანს" ძველ დიდებას დავუბრუნებთ", - განაცხადა გატუზომ.