"მილანს" არტურო ვიდალი და მემფის დეპაი სურს, მაგრამ ფინანსური პრობლემები აქვს

AutoSharing Option
იტალიურ "მილანს" ჩილელი ნახევარმცველის, არტურო ვიდალისა და ჰოლანდიელი ფორვარდის, მემფის დეპაის დამატება სურს.

პირველი მათგანი მიუნხენის "ბაიერნის" ღირსებას იცავს და უკვე ბევრჯერ გაცხადდა, რომ სამხრეთამერიკელი მიმდინარე სეზონის ბოლოს "რეკორდმაისტერს" დატოვებს.

დეპაი კი "ლიონის" წევრია. მან რამდენიმე დღის უკან "როსონერის" დიდი ისტორიებისა და ტრადიციების მქონე გუნდი უწოდა.

აქვე გეტყვით, რომ "მილანს" ჯერ კიდევ არ მოუგვარებია ფინანსური პრობლემები, რის გამოც შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გარიგებები აეკრძალოს.

მომზადებულია Football-italia.net-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული