"ნაპოლიმ" შესაძლოა სიმონე ინძაგი მიიწვიოს

AutoSharing Option
"ნაპოლის" მთავარ მწვრთნელად შესაძლოა სიმონე ინძაგი დაინიშნოს. ნეაპოლიტანელთა ამჟამინდელი დამრიგებელი მაურისიო სარი და გუნდის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან.

57 წლის დამრიგებელს ხელფასის გაზრდა 8 მილიონ ევრომდე სურს, თუმცა ლაურენტისი ამ წინადადებას არ თანხმდება.

"ნაპოლის" მფლობელს გეგმა B-ც აქვს, რომელიც სიმონე ინძაგის მიწვევასა და მაურისიო სარის გაშვებას ითვალისწინებს.

თუმცა, სარი უმუშევარი ნამდვილად არ დარჩება, რადგან მას მსურველთა რიგი უდგას.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან გავრცელებული კალკია ნეაპოლიტანელი, ქართულად ნეაპოლელი უნდა თქვას.
გთხოვთ გაითვალისწინოთ და ენაც გავათავისუფლოთ რუსულის გავლენისგან :)
უშანგი
14:11 26-03-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული