მაურიციო სარი: 4 წლის წინ სერია B-ს გუნდის მწვრთნელი ვიყავი, ახლა კი სკუდეტოსთვის ვიბრძვი

AutoSharing Option
"ნაპოლის" მწვრთნელმა მაურიციო სარიმ კონტრაქტის გაგრძელებაზე ისაუბრა:

"მხოლოდ იმ შეხმთხვევაში გავახანგრძლივებ ხელშეკრულებას, თუ 100%-ით დავიხარჯები. წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდიდან წავალ.

4 წლის წინ სერია B-ში ვმუშაობდი და ჩემთვის დიდი პატივია სკუდეტოსთვის ისეთ დიად გუნდს რომ ვებრძოლებით, როგორიც "იუვენტუსია". უკანასკნელ ხანს გვიჭირს, მაგრამ ასეთი რამეები ხდება. ყოველთვის ლამაზად თამაშს ვცდილობთ, რადან ეს ჩვენი სტილია.

ცოტა ხნის წინ მე-2 ადგილზე ყოფნას ვერც ვიოცნებებდით. "ჯენოას" დამარცხება ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან იქამდე ორ მატჩში ვერ გავიმარჯვეთ. პირველ ტაიმში სწრაფად ვერ ვუტევდით. ეს გამოსასწორებელია".

სარის თავის
კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული