ვინჩენცო მონტელა: პატრიკ კუტრონე ჩემი აღმოჩენაა

AutoSharing Option
"მილანის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ, რომელიც ახლა "სევილიას" დამრიგებელია, მის ყოფილ შეგირდზე, პატრიკ კუტრონეზე ისაუბრა.

"ბედნიერი ვარ, რომ კუტრონეს ეროვნულ ნაკრებში უხმეს. ვგრძნობ, რომ ის მე აღმოვაჩინე და ჩემს ქმნილებად ვთვლი.

ჩვენი სამწვრთნელო შტაბი მასთან ძალიან ბევრს მუშაობდა. ის ძალიან ბევრს შრომობდა და ეროვნულ ნაკრებში გამოძახება დაიმსახურა", - აღნიშნა მონტელამ.