"იუვენტუსმა" მოულოდნელად სტუმრად "სპალთან" წაიფორხილა

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის 29-ე ტურში ლიდერი "იუვენტუსი" სტუმრად ფრეს (0:0) დასჯერდა "სპალთან".

აღსანიშნავია, რომ 12 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონასთან" შეხვედრის (0:3) შემდეგ "იუვეს" უგოლოდ არ დაუტოვებია მოედანი, შეწყდა სერია A-ზე მისი 12-მატჩიანი მოგებათა სერია, თუმცა წელს ქვეყნის პირველობაზე გოლი არ გაუშვია და ამ სერიამ 10 თამაში შეადგინა.

ბიანკონერი "ნაპოლის" 5 ქულით უსწრებს, დღეს ნეაპოლური გუნდი "სან პაოლოზე" "ჯენოას" ეთამაშება და შეუძლია ჩამორჩენა შეამციროს.

31 მარტს, შემდეგ ტურში "ბებერი ქალბატონი" "მილანს" მასპინძლობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული