მარეკ ჰამშიკი: არ ვნებდებით, "იუვენტუსთან" კიდევ ერთი მატჩი გვაქვს

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატზე "იუვენტუსი" "ნაპოლის" 4 ქულით გაექცა, თუმცა ნეაპოლური გუნდის ნახევარმცველი მარეკ ჰამშიკი მაინც ოპტიმიტურადაა განწყობილი:

"არავითარ შემთხვევაში არ დავნებდებით. ოქროს მედლებისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ. "იუვესთან" ერთი მატჩი გვაქვს ჩასატარებელი, ბიანკონერის კი რთული გასვლითი შეხვედრები ელის.

ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჯერ ბევრი მატჩია დარჩენილი, სკუდეტოს მოგება შეგვიძლია".