მასიმილიანო ალეგრი: "ნაპოლის" ჩემპიონობის შესანიშნავი შანსი აქვს

AutoSharing Option
"ატალანტასთან" სერია A-ს 26-ე ტურის მატჩის წინ "იუვენტუსის" მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ოქროს მედლებისთვის ბრძოლაში თავისი გუნდისა და "ნაპოლის" შანსები ასე შეაფასა:

"მხოლოდ რამოდენიმე დღეა გავლიდერდით და პირველ ადგილზე დასამკვიდრებლად ყველა შეხვედრის მოგება გვმართებს. "ნაპოლი" აქ არის, არსად არ წასულა და სკუდეტოს მოპოვების შესანიშნავი შანსი აქვს.

რამოდენიმე რთული თამაში გველის, მათ შორის ნეაპოლელებთან. ამიტომ წინასწარ რამის თქმას აზრი არა აქვს. ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ წინ. "ნაპოლის" 70 ქულა აქვს და შესაძლებელია 100 ქულა მოაგროვოს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული