იტალიური პრესა: ჯანლუიჯი დონარუმას "მილანიდან" წასვლა სურს

AutoSharing Option
"მილანში" პეპე რეინას მოსვლამ შესაძლოა, ჯანლუიჯი დონარუმას კლუბიდან წასვლას შეუწყოს ხელი. როგორც იტალიურ პრესაში იწერება, "როსონერიდან" აბარგება თავად 19 წლის კარის დარაჯსაც სურს.

ჟურნალისტებმა დონარუმას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმართეს, რომელმაც განაცხადა, რომ მთლიანად "მილანზეა" კონცენტრირებული და სიმშვიდეს ინარჩუნებს.

თუმცა, როგორც ჟურნალისტები ვარაუდობენ, მომავალი სეზონიდან "როსონერის" ძირითადი მეკარე პეპე რეინა იქნება, ხოლო მისი დუბლიორი - ალესანდრო პლიზარი, რომელსაც პრიმავერადან ამოიყვანენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული