კრისტიან აბიატი: ბედნიერი ვარ, "არსენალს" რომ შევხვდით

AutoSharing Option
"მილანის" მენეჯერმა კრისტიან აბიატიმ, რომელიც წლების განმავლობაში "როსონერის" კარს იცავდა, ევროპის ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის წილისყრის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ იტალიელები ლონდონის "არსენალს" დაუპირისპირდებიან.

"წილისყრის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე, როდესაც 4 გუნდი იყო დარჩენილი, მეგონა, რომ "ზალცბურგი" შეგვხვდებოდა, მაგრამ შევცდი. ჩვენ "არსენალთან" ფანტასტიკური, ისტორიული დაპირისპირებები გვაკავშირებს.

ვფიქრობ, გულშემატკივარი ორ შესანიშნავ თამაშს იხილავს. ამ მომენტისთვის, ლონდონელებთან თამაში ჩვენთვის ძალიან დიდ პოზიტივს ნიშნავს და მე ამით ძალიან ბედნიერი ვარ.

დარწმუნებული ვარ, "სან-სირო" ბოლომდე გაივსება და შემდეგ ეტაპზე გასვლას ჩვენ ერთად შევძლებთ", - აღნიშნა
აბიატიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული