კარლო ანჩელოტი: "მილანის" ფეხბურთელები გატუზოს გამო თავს გაწირავენ

AutoSharing Option
"მილანის" ყოფილმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ La Gazzetta dello-ს ინტერვიუ მისცა, სადაც "როსონერის" ამჟამინდელ დამრიგებელსა და მის ყოფილ შეგირდზე, ჯენარო გატუზოზეც ისაუბრა.

"გატუზო ჩემთვის ნამდვილი ძმასავითაა. იმედი მქონდა, რომ "მილანის" მწვრთნელის რანგში იგი წარმატებებს მიაღწევდა, თუმცა ამაში დარწმუნებული არ ვიყავი. მისი მთავარი წარმატების საიდუმლო ისაა, რომ ფეხბურთელებისთვის სამართლიანი მწვრთნელია.

რინო ფეხბურთელებს უყვართ. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი გატუზოს გამო თავსაც კი გაწირავენ. "მილანის" ყველა მატჩს ვუყურებ და ყოველთვის ბედნიერი ვარ, როდესაც "როსონერი" იგებს.

გატუზო ფეხბურთელებისთვის ნამდვილი მოტივატორია. მაგალითად ლუკას ბილია ავიღოთ. იგი
"ლაციოში" ძალიან კარგი იყო, თუმცა "მილანში" თავისი შესაძლებლობები ვერ წარმოაჩინა. რინომ კი მას საჭირო რჩევები მისცა და არგენტინელმაც კარგად ასპარეზობა დაიწყო.

ახლა "მილანი" ერთიანი გუნდია. მჯერა, რომ ამ გუნდს ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა შეუძლია, თუმცა ეს მარტო მათზე არ არის დამოკიდებული. თუ კონკურენტები ქულებს დაკარგავენ, "როსონერი" ამას მზად შეხვდება", - აღნიშნა ანჩელოტიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული