ლეონარდო ბონუჩი: გატუზომ "მილანი" გუნდად აქცია

AutoSharing Option
გენუის "სამპდორიას" დამარცხების შემდეგ (1:0) ჟურნალისტებთან "მილანის" კაპიტანმა ლეონარდო ბონუჩიმ ისაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ ჯენარო გატუზომ "როსონერი" გუნდად აქცია.

"მას შემდეგ, რაც გატუზო ჩვენი მწვრთნელი გახდა, ყველაფერი შეიცვალა. გუნდი უფრო კარგ ფორმაში იმყოფება, ვიდრე აქამდე იყო. მან ჩვენ როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად გაგვაძლიერა.

შემიძლია ვთქვა, რომ მის მოსვლამდე ჩვენ ერთიანი გუნდი არ ვიყავით და რინომ შეძლო გუნდში ერთიანობა ჩამოეყალიბებინა. პირადად მე მისი ძალიან მადლიერი ვარ, რადგან პრობლემები მქონდა, რის გადალახვაშიც გატუზო დამეხმარა. მან თვითრწმენა დამიბრუნა", - აღნიშნა ბონუჩიმ.
მკითხველის კომენტარები / 3 /
გიორგი რა მაგარი შედარება მოიყვანე 2 თვეში გუნდები რამდენ შეხვედრას ატარებენ ?:))))
Gatuzo
20:14 19-02-2018
0
შარშან ამ დროს მილანს 44 ქულა ჰქონდა,წლევანდელზე 3 ქულით მეტი და გამოდის რომ რეგრესი აქვს მილანს,ჩემი აზრით გატუზოს არაფერი არ შეუცვლია . რამდენიმე ფარჩაკი გუნდის დამარცხება არაფერს არ ნიშნავს. მილანს უნდა კვალიფიციური მწვრთნელი.
kika
15:41 19-02-2018
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული