ჯენარო გატუზო: ტანჯვა მომწონს და ამიტომ ავირჩიე "მილანი"

AutoSharing Option
სერია A-ს 25-ე ტურში "სამპდორიასთან" მატჩის შემდეგ "მილანის" მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ შემდეგ განაცხადა:

"ახლა ძალიან ადვილია ასეთი როსონერის მწვრთნელობა, მაგრამ ხვალ ყველაფერს თავიდან დავიწყებთ. თამაშისას ყველაფერს ძალზედ ემოციურად განვიცდი. ბიჭებს ცეცხლის დასანთებად ნაპერწკალი ესაჭიროებათ. ისინი მთავარი გმირები არიან, მე კი მხოლოდ იდეებს ვთავაზობ.

როდესაც გუნდი ჩავიბარე, არაფრის მოლოდინი არ მქონდა. მარტო ის ვიცოდი, რომ მძიმე სიტუაციაში მომიწევდა მუშაობა. ტანჯვა მომწონს და ამიტომ ავირჩიე "მილანი". ეს ჩემი სახლია. აქ ვთამაშობდი 14 წელი და ესაა ჩემი ნაწილი".

მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარი კაცი :)
Avto
11:59 19-02-2018
0

სიახლეები პოპულარული