მაურიციო სარი: ჩემი ფეხბურთელები მხოლოდ სერია A-ზე ფიქრობენ

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის 25-ე ტურში "ნაპოლიმ" სახლში დაამარცხა "სპალი" 1:0 და ლიდერობა შეინარჩუნა. ეს იტალიის ჩემპიონატზე ნეაპოლელთა ზედიზედ მე-9 გამარჯვება და საკლუბო რეკორდია. ნამატჩევს კომენტარი გუნდის მწვრთნელმა მაურიციო სარიმ გააკეთა:

"ველოდი, რომ ევროპა ლიგაზე დამარცხების შემდეგ ჩემი გუნდი რეაგირებას მოახდენდა. შეხვედრა კარგად დავიწყეთ, ინიციატივას დავეუფლეთ, მაგრამ ინტრიგა საფინალო სასტვენამდე ვერ მოვკალით. ეს ჩვენი მინუსია, რადგან არ შეიძლება მთელი 90 წუთი სჯობდე მოწინააღმდეგეს და ინტრიგა არ მოკლა.

ამან "სასუოლოსთან" თამაში გამახსენა, როდესაც მეტოქემ ბურთი პირველივე დარტყმიდან გაგვიტანა. მომენტებში ისე მშვიდად ვთამაშობდით, თითქოს
ანგარიში 3:0 იყო.

არ ვთვლი, რომ ევროპა ლიგა ქვეყნის პირველობას შევწირეთ. "ლაიპციგთან" უფრო აქტიურ თამაშს ველოდი, ჩემი ფეხბურთელები კი მხოლოდ სერია A-ზე ფიქრობენ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული