ტურინის "იუვენტუსს" არგენტინელი ფორვარდი პაულო დიბალა გამოუჯანმრთელდა. იტალიური მედიის ცნობით, სამხრეთამერიკელმა გუნდთან ერთად ვარჯიში უკვე დაიწყო. იგი 18 იანვარს "ტორინოს" წინააღმდეგ გასამართ მატჩში, სავარაუდოდ, სათადარიგოთა შორის იქნება.
დიბალამ ტრავმა 6 იანვარს, "კალიარის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მიიღო, რის გამოც ჩემპიონთა ლიგის პირველი შეხვედრა "ტოტენჰემთან" გამოტოვა.