Corriere della Sera: დეულოფეუს "მილანში" დაბრუნება სურს

AutoSharing Option
იტალიური პრესის ინფორმაციით, "ბარსელონას" შემტევ ჟერარდ დეულოფეუს "მილანში" დაბრუნება სურს. ამის შესახებ ფეხბურთელმა "როსონერიში" თავის ყოფილ თანაგუნდელებს განუცხადა.

თუმცა, მთავარი სატრანსფერო ფასია. ესპანელი ნახევარმცველი 20 მილიონ ევროდაა შეფასებული, რომლის გადახდაც "მილანს" არ შეუძლია. ამიტომ უფრო სავარაუდოა, რომ დეულოფეუ "ნაპოლიში" ან "ინტერში" გადაბარგდება.

დეულოფეუ "როსონერიში" გასულ სეზონში იჯარის წესით ასპარეზობდა და 17 შეხვედრაში 4 გოლის ავტორი გახდა.

თუმცა შემდეგ "ბარსელონამ" ფეხბურთელი 12 მილიონ ევროდ გამოისყიდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული