სილვიო ბერლუსკონი: "მილანის" თამაშებს აღარ ვუყურებ

AutoSharing Option
"მილანის" ყოფილი პრეზიდენტის, სილვიო ბერლუსკონის თქმით, იგი "როსონერის" თამაშებს აღარ უყურებს. იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა კლუბი 2016 წელს გაასხვისა.

"მილანის თამაშებს აღარ ვუყურებ და არც ვაპირებ, შემდეგში ვუყურო. ის ჩემს საფეხბურთო პრინციპებს ეწინააღმდეგება.

ამ პრინციპებმა კლუბის ისტორიაში ყველაზე სახელოვანი პრეზიდენტი გამხადა. ახალი მფლობელები ჩემთან რჩევის საკითხავადაც კი არ მოდიან", - განაცხადა  ბერლუსკონიმ.

შეგახსენებთ, რომ "მილანის" ამჟამინდელი მეპატრონე ჩინელი ბიზნესმენი ლი იონგჰონგი გახლავთ.