ჯენარო გატუზო: ფრანკ კესე ჩემზე გაცილებით უკეთესი ფეხბურთელია

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის 21-ე ტურში "მილანმა" სარდინიაზე 2:1 დაამარცხა "კალიარი". ნამატჩევს როსონერის მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ დუბლის ავტორი, 21 წლის კოტ დ'იუვარელი ნახევარმცველი ფრანკ კესე აქო:

"ყოველ შეხვედრაში უნდა ვიბრძოლოთ და სატურნირო ცხრილს სეზონის ბოლოს შევხედოთ. ბევრს ვმუშაობთ, ბიჭები ჩემს ნდობას იმსახურებენ. აშკარად უმატებენ. თამაშით კმაყოფილი ვარ, თუმცა რაღაც-რაღაცები დასახვეწი გვაქვს. ბოლოსკენ ცოტა დავიღალეთ. კესე ჩემზე გაცილებით უკეთესი ფეხბურთელია".

თავად კესემ კი თქვა, რომ გატუზო დიდი ჩემპიონია, მისი კარიერა მხოლოდ ახლა იწყება და რინოსგან ბევრი რამ უნდა ისწავლოს.