ალეგრი: დონარუმა? ჩვენ ბუფონის მემკვიდრედ შენსნი გვყავს

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა, რომ გუნდში ჯანლუიჯი ბუფონის მემკვიდრედ ვოიცეხ შენსნის მიიჩნევს:

"ბუფონის მემკვიდრე შენსნია. ამაზე უკვე ვილაპარაკე. ჩვენმა კლუბმა მისი სახით კარგი მეკარე დაიბევა. მათ ერთმანეთში ჩინებული ურთიერთობა აქვთ. ამდენად, ამ საკითხში პრობლემას ვერ ვხედავ.

დონარუმა კარგი გოლკიპერია, თავისი გზა აქვს, უნდა გაიზარდოს როგორც მეკარე, "იუვეს" კი ბუფონის შემცვლელი ჰყავს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული