"მილანი" თასის 1/4 ფინალში გავიდა, ტიფოზებმა კი დონარუმა ატირეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის თასის მერვედფინალში "მილანმა" "სან სიროზე" "ვერონა" გაანადგურა 3:0 და 27 დეკემბერს 1/4 ფინალში "ინტერს" შეხვდება. ამ შეხვედრისას მასპინძელთა გუნდის მეკარეს ჯანლუიჯი დონარუმას, რომლის პსჟ-ში გადაყვანას მისი აგენტი მინო რაიოლა ცდილობს, ობსტრუქცია მოუწყვეს. სახელდობრ, გულშემატკივრები უძახოდნენ, წაეთრიე ნაგავო აქედანო.

ამას გარდა, ტრიბუნაზე პლაკატი გამოფინეს, რომელზეც ეწერა:"მორალური ძალადობა - ეს 6-მილიონიანი ხელფასი და პარაზიტი ძმის გაფორმებაა? ჩვენი მოთმინება ამოიწურა, წაეთრიე".

იმისათვის, რათა როსონერიდან არ წავიდეს, ჯიჯის წლიური გასამრჯელო 6 მილიონ ევრომდე გაუზარდეს, მისი ძმა ანტონიო  კი გუნდში აიყვანეს.

"მილანმა" განაცხადა, რომ
დონარუმას 70 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდიან.

ჯანლუიჯიმ ისე განიცადა ქომაგების გინება, რომ მოედნიდამ მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ გაიყვანა, გასახდელში კი ატირდა და გუნდის კაპიტანი ლეონარდო ბონუჩი ამშვიდებდა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული