რაიოლას უნდა დონარუმა პსჟ-ს მიყიდოს და ფული გააკეთოს

AutoSharing Option
"მილანის" ახალგაზრდა მეკარის ჯანლუიჯი დონარუმას გაქნილმა აგენტმა მინო რაიოლამ განაცხადა, რომ მისი კლიენტი ზეწოლას განიცდის და ფეხბურთელთან 2021 წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტის გაუქმებას ითხოვს. რა თქმა უნდა, რაიოლას მხოლოდ პირადი ინტერესები ამოძრავებს და დონარუმა აიძულა წერილით მიემართა კლუბის ხელმძღვანელობისათვის, თითქოს რაღაც ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ამყოფებენ.

შექმნილ ვითარებაზე კომენტარი როსონერის მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ გააკეთა:"არანაირი პრობლემა ამ ბიჭთან არა მაქვს. ამ წყნარ ჭაბუკს ყოველდღე ველაპარაკები. მას არ უყვარს წაგება, "ბენევენტოსთან" ნამატჩევს ვერ იყო გუნებაზე. ვათამაშებ თუ არა ოთხშაბათს "ვერონასთან"? არ ვიცი".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული