სუსო: ჯენარო გატუზო ბრწყინვალე მოტივატორია

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრებისა და ''მილანის'' ნახევარმცველი სუსო იტალიელ ჟურნალისტებს ესაუბრა. 24 წლის ფეხბურთელის განცხადებით, ჯენარო გატუზო შესანიშნავი მოტივატორია, გუნდისთვის კი, 4-3-3 ტაქტიკა უფრო შედეგის მომტანია.

''ცუდი პერიოდის შემდეგ 'ბოლონიასთან'' გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ყოველთვის ვამბობდი, რომ მონტელასთან კარგი ურთიერთობა მქონდა.

რაც შეეხება ჯენარო გატუზოს, იგი შესანიშნავი მოტივატორია. გატუზო ყოველთვის ესაუბრება ფეხბურთელებს და იცის, თუ რა სჭირდება თითოეულ ჩვენგანს.

ვიმედოვნებ, რომ 4-3-3 ტაქტიკა აღარ შეიცვლება. ვფიქრობ, ''ბოლონიასთან'' წარმატება სწორედ ამ სქემამ მოგვიტანა'', - განაცხადა სუსომ.


მომზადებულია football-italia-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული