ალესანდრო ნესტა შესაძლოა ''კროტონეს'' მწვრთნელი გახდეს

AutoSharing Option
ალესანდრო ნესტა "კროტონეს" მთავარი მწვრთნელის კანდიდატურაზე განიხილება. იტალიური კლუბის ხელმძღვანელობამ კლუბის ყოფილი დამრიგებელი დავიდე ნიკოლა "უდინეზესთან" 3:0 მარცხის შემდეგ გაათავისუფლა.

ლეგენდარული მცველის გარდა, კალაბრიელთა დამრიგებლად ასევე ჯანი დე ბიაზი, სტეფანო კოლანტუანო, ვალტერ ძენგა და დომენიკო დი კარლო განიხილებიან.

ნესტა კარიერაში მხოლოდ ერთხელ იყო მწვრთნელი, როდესაც ამერიკულ "მაიამის" ედგა სათავეში.

მომზადებულია FOOTBALL-ITALIA-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული